ჩემი ფილოსოფია

    • ყველა კვდება, მაგრამ ყველა არ ცოცხლობს.
    • ზვიგენი პლანქტონს არ დასდევს.
    • მარტივი საქმე? -ზურგის ქარი მხოლოდ მკვდარი არწივისთვისაა.
    • გიყვარდეს მარტივად, მაგრამ არა მარტივი.
    • დაამცირე კაცი და ის მადლობას მაინც იმას გადაუხდის ვინც კომპლიმენტი უთხრა.
    • აკეთე ის რაც არ შეგიძლია! აი ერთადერთი აზრი ცხოვრების;
    • ყველაფერი იცვლება თავად ეს იდეაც;
    • დრო ანუ ერთადერთი ფასეული ღირებულება ინტელექტისთვის.
    • არაფერია შეუძლებელი: გაიხსენე! რამოდენიმე მილიონი წლის წინ შენ ბაქტერიაც არ იყავი.
    • შენს თავზე მაღლა ვერასოდეს ვერ ახტები, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია ნახტომის გაზრდა.
    • შენ ის ხარ ვინც გინდა, რომ იყო.
    • თვითკმაყოფილება, ისევე როგორც მიმბაძველობა და მინიმალიზმი თვითმკვლელობის ტოლფასია
    • ადამიანი ანუ მოქმედებები.
    • ადამიანი ყოველთვის გემია, მაგრამ იშვიათად კაპიტანიც.
    • ადამიანისთვის ყველაზე შეუცნობელი კონცეფცია ილუზიაა, ის მას ყოველ დღე ხვდება, მაგრამ თითქმის ვერასოდეს ვერ ხვდება, რომ მან ეს ნახა.
    • ჩვენი თამაში სხვა ვიდეო თამაშებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ჩვენ არამარტო ვთამაშობთ არამედ მას ვწერთ კიდევაც.
    • მიეცი კაცს ნიღაბი, რათა ჭეშმარიტი სახე გიჩვენოს.